ბაკურიანში წყლის მიწოდება, სავარუდოდ, დღეს დილიდან აღდგება

0
193

ბაკურიანში წყლის მიწოდება, სავარუდოდ, დღეს დილიდან აღდგება. კურორტზე სასმელი წყალი აბონენტების 10 პროცენტს არ მიეწოდება.

ამ დრომდე სამთო კურორტზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს იმისათვის, რომ რეზერვუარები დამატებითი წყლის მარაგით შეივსოს.

ბაკურიანში გუშინ იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სადაც ის ვითარებას ადგილზე გაეცნო. რაც შეეხება გუდაურს, ე.წ. რედკოს დასახლებას წყლის მიწოდება 2 დღის წინ სრულად აღუდგა.