პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჩრდილოეთ ამერიკაში იცხოვრებენ

0
227

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სამეფო ოჯახის „მაღალი თანამდებობის“ წარმომადგენლების სტატუსზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინც ჰარის და მეგან მარკლს მონარქიის ინსტიტუტში ახალი, პროგრესული როლის ჩამოყალიბება სურთ. ამასთან, ისინი მუშაობას აპირებენ, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ. სასექსები დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაშიც აპირებენ ცხოვრებას, სადაც მეგან მარკლის ოჯახი და მეგობრები არიან.

2019 წლის სექტემბერში ჰარიმ და მეგანმა დოკუმენტურ ფილმში გაამხილეს, რომ მედიის ყურადღების გამო ცხოვრება უჭირთ. ჰარიმ ისიც აღნიშნა, რომ მას და მის ძმას – პრინც უილიამს „განსხვავებული გზები“ აქვთ. წყვილმა დედოფალ ელისაბედ მეორესთან შობის აღნიშნვაზე უარი განაცხადა.