ირანი იმუქრება, რომ ისრაელსა და დუბაის დაარტყამს, თუკი აშშ სარაკეტო თავდასხმის გამო სამაგიეროს გადაუხდის

0
483

ირანი იმუქრება, რომ ისრაელსა და დუბაის დაბომბავს, თუკი შეერთებული შტატები ირანზე შურს იძიებს ერაყში ამერიკელების ორ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო.

როგორც CNN იტყობინება, ელიტურმა ირანულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ფორმირებამ „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა“ მისი არხის Telegram-ის საშუალებით განაცხადა, რომ იმ შემთხევაში თუკი ირანის ტერიტორია დაიბომბება, ის სამხედრო ოპერაციების მესამე ტალღის ფარგლებში დაარტყამს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაის და ქალაქ ჰაიფას ისრაელში“.

„ჩვენ ვაფრთხილებთ ამერიკის ყველა მოკავშირეს, რომლებმაც ბაზები დაუთმეს მის ტერორისტულ ჯარს, რომ ნებისმიერი ტერიტორია გახდება სამიზნე, რომელიც ირანის წინააღმდეგ აგრესიის საწყისი წერტილი იქნება“, – აცხადებს გვარდია.

წყარო: https://www.dailymail.co.uk/news/article-7859801/Iran-threatens-Israel-Dubai-retaliation.html?fbclid=IwAR11Hk9hnaJnYCippFy1ZursuYoKbLzVcv3Z7j-jJM9CVn7QrrGxsKUNSDI , https://edition.cnn.com/middleeast/live-news/us-iran-soleimani-tensions-intl-01-07-20/h_ec2a577fe833946485ca681a584d980a