გიორგი გახარია თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

0
276

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეირანთან „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფით გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.