სომალიში სამთავრობო შენობებთან ძლიერი აფეთქება მოხდა

0
210

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, სამთავრობო შენობებთან ძლიერი აფეთქება მოხდა, ამის შესახებ Anadolu იტყობინება.

ამჟამად, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.

შემთხვევის ადგილისკენ სასწრაფო დახმარების მანქანები მიემართებიან.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.