ირან-ამერიკის კონფრონტაცის შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი და ოქრო გაძვირდა

0
248

ბლუმბერგის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ირანმა ამერიკის სამხედრო ობიექტებზე ერაყში სარაკეტო იერიში მიიტანა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი და ოქრო გაძვირდა. კერძოდ, ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) ერთი ბარელი Brent ტიპის ნავთობის ფასმა 5 პროცენტზე მეტით (3.48 დოლარით) მოიმატა და 71.75 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – ერთი ბარელი West Texas Intermediate (WTI)-ის ნავთობის ფასი 4.7% პროცენტით (2.95), 65.65 დოლარამდე გაიზარდა.

როგორც რუსული მედია ბლუმბრგზე დაყრდნობით წერს, ირან-ამერიკის დაპირისპირების შედეგად COMEX-ის ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ფასმა 35 დოლარით ანუ 2.1 %-ით მოიმატა და და პირველად 2013 წლის შემდეგ 1600 დოლარს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო იერიში მიიტანა. აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება და ოფიციალურ განცხადებას მომხდართან დაკავშირებით ახლო მომავალში გააკეთებს.