ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად ელტონ ჯონმა ფონდში მილიონი დოლარი გადარიცხა

0
219

ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად მომღერალმა და მუსიკოსმა ელტონ ჯონმა მილიონი დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.

ბრიტანელმა მომღერალმა ამის შესახებ საკუთარ მსმენელებს სიდნეიში გამართული კონცერტის დროს შეატყობინა. მასშტაბურ სტიქიასთან საბრძოლველად შესაბამის ფონდში ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა მსახიობმა კრის ჰემსვორტმაც. შესაბამის ფონდში თანხა გადარიცხეს მომღერალმა ფინქმა და „ოსკარის“ მფლობელმა მსახიობმა, ნიკოლ კიდმანმაც.

ავსტრალიის ტყის ხანძართან საბრძოლველად შექმნილი ფონდი ამჟამად 30 მილიონ დოლარს აჭარბებს. მასში საერთო ჯამში თანხა მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩარიცხა.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან. ამ დროის განმავლობაში სტიქიამ 25 ადამიანი და ასობით ათასი ცხოველი შეიწირა. ხანძარმა ორი ათასამდე საცხოვრებელი სახლი გადაწვა. დასავლური მედიის ცნობით, მასშტაბური ხანძრის კვამლმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტს მიაღწია.