ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით 183 ადამიანი დააკავეს

0
289
TOPSHOT - This picture taken on December 31, 2019 shows a firefighter hosing down trees and flying embers in an effort to secure nearby houses from bushfires near the town of Nowra in the Australian state of New South Wales. - Fire-ravaged Australia has launched a major operation to reach thousands of people stranded in seaside towns after deadly bushfires ripped through popular tourist areas on New Year's Eve. (Photo by SAEED KHAN / AFP) (Photo by SAEED KHAN/AFP via Getty Images)

ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით 183 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

2019 წლის ნოემბრის შემდეგ დაკავებები ახალ სამხრეთ უელსში, ვიქტორიაში, სამხრეთ ავსტრალიაში, ქუინსლენდსა და ტასმანიაში განხორციელდა. როგორც სამართალდამცავ უწყებაში იტყობინებიან, ეჭვმიტანილების ნაწილმა ანთებული სიგარეტი გადააგდო, ფოიერვერკი გაუშვა ან ხანძრის პრევენციის მიზნით არსებული წესები არ დაიცვა, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან. ამ დროის განმავლობაში სტიქიამ 25 ადამიანი და ასობით ათასი ცხოველი შეიწირა. ხანძარმა ორი ათასამდე საცხოვრებელი სახლი გადაწვა. დასავლური მედიის ცნობით, მასშტაბური ხანძრის კვამლმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტს მიაღწია.