„სიენენი“ – ამერიკელი სამხედროები გაფრთხილებული იყვნენ და სარაკეტო დარტყმის წინ ჰქონდათ საკმარისი დრო, თავშესაფრებში ჩასულიყვნენ

0
263

„სიენენის“ ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანის სარაკეტო დარტყმის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინება დროულად მიიღეს. როგორც ტელეკომპანიას ანონიმურმა წყარომ უთხრა, სამხედროებს ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა თავშესაფრებში ჩასულიყვნენ.

ირანმა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტები გაუშვეს აინ ალ-ასადის ავიაბაზისა და ერბილის აეროპორტის მიმართულებით. ამ ეტაპზე, დაღუპულებისა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ირანში განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმები პასუხია აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე.