მეუფე პეტრე – მოვუწოდებ მიტროპოლიტ იობს, მოუხსნას წყევლა-კრულვა გიორგი გაბუნიას

0
315

მოვუწოდებ მიტროპოლიტ იობს მოუხსნას წყევლა-კრულვა გიორგი გაბუნიას – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ნიკა გვარამიას გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა.

“მე არ მეპარება ეჭვი მის გულწრფელობაში და ჩემთვისაც არ არის უცხო. მე გულისხმიერად მოვეკიდე გიორგი გაბუნიას ამ აღიარებას. მივმართავ ჩემს უფროს ძმას, ქრისტესმიერს, მიტროპოლიტ იობს, გაითვალისწინოს მისი სიყმაწვილეში დაბრკოლება საქართველოს ეკლესიაში სასულიერო პირის მხრიდან და გიორგი გაბუნიას მოუხსნას წყევლა-კრულვა“, – თქვა პეტრე ცაავამ.

ცნობისთვის, 2018 წელს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა ქადაგების დროს ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია დაწყევლა.