პუტინი მოულოდნელად სირიაში ჩავიდა და ასადს შეხვდა

0
248

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში მოულოდნელად ჩავიდა და პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა. ვიზიტის შესახებ მანამდე ცნობილი არ იყო. პუტინთან ერთად სირიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შოიგუც გაემგზავრა.

როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, აეროპორტიდან პუტინი რუსული ჯარების დაჯგუფების შტაბში გაემგზავრა, სადაც ბაშარ ასადს შეხვდა. სირიის პრეზიდენტმა თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

პუტინი სირიაში ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული სიტუაციის ფონზე ჩავიდა. უცნობია რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობამდე თუ იყო დაგეგმილი.

ოპოზიციასთან ბრძოლაში ბაშარ ასადის მოკავშირეა როგორც რუსეთი, ისე ირანი. სირიის ტერიტორიაზე აშშ-ს მოკავშირეები სირიელი ქურთები არიან, ტერორიზმთან საბრძოლველად კი მათი ბაზები ქვეყნის აღმოსავლეთითაა განლაგებული.

სირიაში სამოქალაქო ომი 2012 წელს დაიწყო. ტერორიზმთან ბრძოლის მიზეზით რუსეთმა სირიაში ოპერაცია 2015 წელს დაიწყო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს. ამავე დროს, არასამთავრობო ორგანიზაციები სირიისა და რუსეთის ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ სიკვდილში ადანაშაულებენ.