თერჯოლის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 5 წლის ბიჭი ემსხვერპლა

0
277

ტრაგედია მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში, სადაც 3 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა და ტყვია მის 5 წლის ძმას მოხვდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშვი ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება 116-წ მუხლით მიმდინარეობს.