ავსტრალია ცეცხლის ალშია გახვეული: დაიღუპა 500 მილიონამდე ცხოველი (ვიდეო)

0
265

ავსტრალია ასზე მეტმა ხანძარმა მოიცვა. შემოდგომიდან მოყოლებული განადგურდა 6 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის მასივი, დაიწვა ათასობით სახლი, დაიღუპა სულ ცოტა 25 ადამიანი და ნახევარი მილიარდი ცხოველი.

ხანძარი ახალ სამხრეთ უელსსა და კვინსლენდში დაიწყო და ცხელი, მშრალი ამინდისა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. ცეცხლის ალის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს. კვამლმა ახალ ზელანდიასაც კი მიაღწია და მოყვითალო ფერფლად დაედო ახლომდებარე მყინვარებს.

სამწუხაროდ, ხანძრებთან დაკავშირებით დამაიმედებელი პროგნოზები არ კეთდება და  ვარაუდობენ, რომ ასეთი მდგომარეობა შესაძლოა მარტის თვემდეც გაახნგრძლივდეს.

ავსტრალიის ხელისუფლება ორი წლის განმავლობაში ქვეყნის აღსადგენად მილიარდ 390 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამასთანავე, მსოფლიო ვარსკვლავები სოლიდურ თანხებს იღებენ გამძვინვარებულ სტიქიასთან საბრძოლველად.