სალომე ზურაბიშვილმა „ალილოს“ მონაწილეებს შობა მიულოცა

0
252

„ალილოს“ ტრადიციული მსვლელობის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს შობა ორბელიანების სასახლესთან მიულოცეს, სალომე ზურაბიშვილი კი მათ საჩუქრებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

პრეზიდენტმა ქრისტეშობის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას მიულოცა: ,,შობას ვულოცავ სრულიად საქართველოს! მინდა ვისურვო ქვეყნის გამთლიანება და ის, რომ შობამ ყველა ოჯახში მოგვიტანოს სიმშვიდე, სიკეთე, ბედნიერება და რაც მთავარია, ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ჩვენი ბავშვებისათვის, რამეთუ ეს ის საკითხია, რომელიც ყველას გვაწუხებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში 14:00 საათზე დაიწყო. „ალილოს“ მონაწილეებს პარლამენტთან საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატები დახვდნენ. „ალილო“ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.