ტრაგედია გორში – ნადირობისას 32 წლის კაცი დაიღუპა

0
333

გორში 32 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ილოზში, ნადირობის დროს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი თანასოფლელებათან ერთად სანადიროდ იყო ტყეში წასული. მოგვიანებით კი გარდაცვლილი ნახეს.

ჯერჯერობით უცნობია, მამაკაცს იარაღი გაუვარდა თუ სხვისი ნასროლი ტყვია მოხვდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.