ირანში გენერალ ყასემ სულეიმანის დაკრძალვაზე ჭყლეტაში 35 ადამიანი დაიღუპა

0
217

ირანში გენერალ ყასემ სულეიმანის დაკრძალვაზე ჭყლეტაში 35 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Guardian-ი წერს.

შემთხვევა გენერლის მშობლიურ ქალაქ ქერმანში სამგლოვიარო მსვლელობის დაწყების შემდეგ მოხდა. თეირანში სამგლოვიარო პროცესიას მილიონი ადამიანი დაესწრო.

5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.