თბილისში „ალილოს” მონაწილეთა მსვლელობა დაიწყო

0
194

თბილისში „ალილოს” მონაწილეთა მსვლელობა დაიწყო. ანგელოზებისა და მწყემსების სამოსში გამოწყობილი პატარები სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას გამართავენ. თეატრალური მსვლელობის მონაწილეები ვიდრე სამების ტაძრამდე მივლენ, გზად სხვადასხვა ლოკაციებზე შეჩერდებიან და მართლმადიდებლებს შობის დღესასწაულს მიულოცავენ.

საზეიმო მსვლელობისას შეგროვებულ ტკბილეულს ხარ-კამეჩემებით სამების ტაძრამდე მიიტანენ, რომელიც შემდგომ მოხუცთა თავშესაფრებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საზეიმო მსვლელობა “ალილო” ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება.