ანგელა მერკელი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების განსახილველად ვლადიმერ პუტინს შეხვდება

0
195

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 11 იანვარს რუსეთში ჩავა. გერმანიის კანცლერი რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩადის.

ორი ქვეყნის ლიდერები ახალო აღმოსავლეთში შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ. მერკელთან ერთად რუსეთში გაემგზავრება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასიც.

„რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა. მისივე თქმით, მერკელი და პუტინი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხსაც განიხილავენ.