დეიდის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

0
224

მოსამარათლე მარინე ცერცვაძემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და 26 წლის ილია გურაშვილი პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულის ადვოკატის, გია ფარადაშვილის განმარტებით,მისი დაცვისქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ცნობისათვის, 26 წლის მამაკაცმა დეიდა, 50 წლის ირინა ხაილოვა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. მისი სახლიდან კი ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო.

გამოძიება 109- მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 26 თებერვალს 12:00 საათზე გაიმართება.