საპასუხო იერიში ირანზე იქნება ძალიან სწრაფი და ძლიერი – ტრამპი

0
223

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე განცხადებას აქვეყნებს და თეირანს აფრთხილებს, რომ ირანის მიერ  ამერიკულ ობიექტზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, ირანზე შეტევა ძალიან ძლიერი და სწრაფი იქნება.

„ირანი ძალიან მამაცურად საუბრობს კონკრეტულ ამერიკულ ობიექტზე თავდასხმაზე, იმის საპასუხოდ, რომ მსოფლიოს მოვაშორეთ მათი ტერორისტი ლიდერი, რომელმაც ახლახანს მოკლა ამერიკელი და მძიმედ დაჭრა ბევრი სხვა, სულ რომ არაფერი ვთქვათ ადამიანებზე, რომელიც მან ცხოვრების მანძილზე მოკლა, მათ შორის ახლახანს – ასობით ირანელი მომიტინგე.

იგი უკვე ესხმოდა თავს ჩვენს საელჩოს და ამზადებდა დამატებით შეტევებს სხვა ადგილებში. ირანს მრავალი წლის განმავლობაში პრობლემის გარდა არაფერი მოჰქონდა. მოდი, ეს იყოს გაფრთხილება, რომ თუ ირანი შეტევას განახორციელებს ნებისმიერ ამერიკელზე ან ამერიკულ ობიექტზე, მიზანში გვყავს ამოღებული 52 ირანული ობიექტი (მრავალი წლის წინ ირანის მიერ მძევლად აყვანილი 52 ამერიკელის პატივსაცემად), ზოგი – ძალიან მაღალი დონის და ძალიან მნიშვნელოვანი ირანისთვის და ირანული კულტურისთვის. ამ [მიზანში ამოღებულ] ობიექტებზე და თავად ირანზე იერიში იქნება ძალიან სწრაფი და ძლიერი. აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ უნდა“, – წერს ტრამპი.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, როცა აშშ-ის მიერ მოკლული იქნა ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი.