საპატრიარქო ილია მეორის დაბადების დღის ფოტოებს ავრცელებს

0
396

4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის გახდა.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცეს როგორც ხელისუფლების პირველმა პირებმა, ისე ინტელიგენციის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და მრევლის წევრებმა.