ვიმოქმედეთ ომის შესაჩერებლად და არა ომის დასაწყებად – დონალდ ტრამპი

0
235

გასულ ღამეს ჩვენ ვიმოქმედეთ ომის შესაჩერებლად და არა ომის დასაწყებად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ადრე უნდა გაენეიტრალებინა და უამრავი სიცოცხლე გადარჩებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ყასემ სოლეიმანი ხელმძღვანელობდა პროტესტის წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს ირანში, სადაც 1 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი აწამეს და მოკლეს.

„მე ღრმა პატივისცემა მაქვს ირანელი ხალხის მიმართ. ეს ღირსშესანიშნავი ხალხია, შესანიშნავი მემკვიდრეობით და უსაზღვრო პოტენციალით. ჩვენ არ ვცდილობთ რეჟიმის ცვლილებას, თუმცა ირანის რეჟიმის აგრესია რეგიონში, მათ შორის მარიონეტული ძალების გამოყენება მისი მეზობლების დესტაბილიზაციისთვის, უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ახლა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე.