საქართველოში ბინებსა და კოვიდსასტუმროებში 15-16 პაციენტია გარდაცვლილი – თენგიზ ცერცვაძე

0
43

საქართველოში ბინასა და კოვიდ-სასტუმროებში 15-16 პაციენტია გარდაცვლილი. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტარანიუსის“ გადაცემაში განაცხადა,

მისივე თქმით, საქართველოში გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი გვაქვს.

„სულ სამ-ოთხ ქვეყანას აქვს ჩვენზე უკეთესი მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშნველოვანია. მნიშვნელოვანია ავადობის რაოდენობა, მაგრამ გაცილებით, მნიშვნელოვანია ბევრი დაავადებულიდან რამდენის გადარჩენას ვახერხებთ და რამდენი იღუპება. საქართველო ალბათ, პირველ ადგილზეა ევროპასა და ამერიკაში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი პაციენტების სიმცირით. ჩვენთან ჰოსპიტალს გარეთ, ბინასა და კოვიდ-სასტუმროებში 15-16 ავადმყოფია გარდაცვლილი. ამაზე ხშირად, სრულიად სამართლიანად ტყდება განგაში, რატომ გარდაიცვალა. ჰოსპიტალს გარეთ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში ასეულობით პაციენტია გარდაცვლილი, ინგლისში ოფიციალური მაჩვენებელით ყოველი მეათე გარდაცვლილია ჰოსპიტალს გარეთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.