იენს სტოლტენბერგი: ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს

0
67
FILE - In this Feb. 5, 2014 file photo, NATO Secretary General Jens Stoltenberg speaks during a media conference at NATO headquarters in Brussels. Top officials from NATO and Russia clashed sharply in public Friday, March 20, 2015 over who is to blame for the dramatically worsened state of East-West relations. (AP Photo/Virginia Mayo, File)

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ.

„რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას. რუსეთი განაგრძობს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და შავ ზღვაში ყოფნის ზრდას. საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს მისიებში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია იმით, რომ ალიანსმა და საქართველომ განაახლეს ნატო-საქართველ არსებითი პაკეტი.

„მინისტრები შეთანხმდნენ ორივე პარტნიორთან, საქართველოსთან და ნატოსთან დიალოგის გაძლიერებაზე. საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნატოს მიერ წარმოებულ მისიებში. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განვიხილეთ რეფორმების მიმდინარეობა. ჩვენ ვაძლიერებთ პარტნიორების პოლიტიკურ მხარდაჭერას. საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, რაც ნატოსთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. რუსეთი აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას. ნატო ამ ქმედებებს ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე წარმომადგენლობის გაზრდით პასუხობს“, – დასძინა იენს სტოლტენბერგმა.