ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს ხვალ შეაჯამებს

0
81

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხვალ, 3 დეკემბერს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს.

სხდომა ცესკო-ში 17:00 საათზე ჩაინიშნა.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტი აირჩიეს.

ცნობისთვის, ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის ნიშნად პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.