მიხედეთ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ – თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს

0
43

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებს მიმართავს, რომ მიხედონ იმ ქვეყანას, სადაც ისინი საქმიანობენ.

მისივე თქმით, უცხოეთის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები საქართველოში კოვიდის კლინიკურ მართვას უმაღლეს შეფასებას აძლევენ, ხოლო კრიტიკას ქართველი ექიმები გამოთქვამენ.

“უცხოეთის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში – მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ.

ის, რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან. პირად პოლემიკაში ჯერ ვერავინ დამისაბუთა, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით ან არასწორად ვმართავთ კოვიდს. ამბობენ რაღაც ზოგად ფრაზებს, მაგრამ როდესაც განმარტებებს ვაძლევ, ვერავითარ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაზე ვერ ამბობენ. უცხოეთის ქვეყნებში ყველა მხრივ უარესი მდგომარეობაა – სიკვდილიანობის პროცენტით, რაოდენობით, ჰოსპიტალური გართულებებით. ეს იქ მრავალჯერ უფრო მეტია. ძალიან ბევრი პაციენტია, რომელიც კლინიკამდე საერთოდ ვერ აღწევს და ექიმთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს. გაზაფხულ-ზაფხულში მასიურად იყო, როცა კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ. ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?!“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,პალიტრანიუსის” ეთერში.