„რემდესივირი“ მეგობრებმა გამომიგზავნეს, რატომ უნდა იყოს ეს კრიტიკის საგანი? – თენგიზ ცერცვაძე

0
44

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პრეპარატი “რემდესივირი” მას მეგობრებმა გამოუგზავნეს საზღვარგარეთიდან და უკვირს, რატომ გახდა ეს ფაქტი კრიტიკის საგანი.

“ჩემ თავზე მაქვს უფლება, თუ მე მწამს, თუნდაც ჯანმო-ს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო. წამოვიდა კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის ხელმისაწვდომი და არა სხვებისთვის. აქ მარტივი საკითხია – ეს არ იყო სახელმწიფო მარაგი. სახელმწიფო მარაგი ჯერ არ შემოსულა. ოფიციალურად ცნობილია, რომ ჩემი გამოჯანმრთელების შემდეგ, გუშინწინ მოეწერა ხელი დადგენილებას და ეს შემოვა 2 კვირაში.

მე მეგობრებმა უცხოეთიდან გამომიგზავნეს, ვის შეუძლია, ეს შეზღუდოს, თუკი პაციენტს, მითუმეტეს ექიმს, სწამს ამ მედიკამენტის და უნდა გადაისხას? რატომ უნდა იყოს ეს კრიტიკის საგანი?” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

ინფექციონისტმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, “რემდესივირის” რამდენიმე გადასხმა გაიკეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.