ანჯეი დუდა იერუსალიმში აღარ მიდის

0
264

პოლონური გამოცემა “გაზეტა ვიბორჩა” იუწყება, რომ პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უარი თქვა იერუსალიმში წასვლაზე, ჰოლოკოსტის (ებრაელთა გენოციდის) მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც 23 იანვარს უნდა ჩატარდეს.

სამაგიეროდ, გაზეთის ინფორმაციით, ისრაელში დიდი პატივით ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტს…

როგორც ცნობილია, რუსმა ლიდერმა ამას წინათ ებრაელთა საწინააღმდეგო კამპანიაში, მიუნხენის გარიგების პერიოდში, 1938 წელს, პოლონეთი დაადანაშაულა, რომელიც იმ ხანებში საკმაოდ იყო დაახლოებული მესამე რაიხთან.

ვლადიმერ პუტინმა გერმანიაში პოლონეთის ყოფილი ელჩი იოზეფ ლიპსკი უშვერი სიტყვებით გალანძღა – მას “ნაძირალა, ანტისემიტური ღორი” უწოდა, როცა მის მიერ ჰიტლერისთვის გაგზავნილ წერილს აფასებდა.

საუბარი ეხება ფაშისტების გეგმას, რომლის მიხედვითაც, მესამე რაიხის ლიდერი ევროპაში მცხოვრები ებრაელების აფრიკაში გადასახლებას გეგმავდა. ეს მოსაზრება რაიხსკანცლერმა პოლონეთის ელჩს გაუზიარა, რომელიც იდეით კმაყოფილი დარჩა და ფიურერს ვარშავაში მისი ძეგლის დადგმასაც კი დაჰპირდა, თუ ეს უკანასკნელი ებრაელების მასობრივ განადგურებას უზრუნველყოფდა.

მოკლედ, გასაგებია, თუ რატომაც თქვა უარი ანჯეი დუდამ ისრაელში წასვლაზე – რა იცი, რა ხდება, ვაითუ…. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ნათქვამია.

მოამზადა: სიმონ კილაძე

წყარო: https://wyborcza.pl/7,75398,25561974,andrzej-duda-nie-jedzie-do-izraela-na-obchody-wyzwolenia-auschwitz.html?disableRedirects=true&fbclid=IwAR3lTQMjaUp_jq1-Uo1ZaYxAF_40zO-ULCpTE8vnZ5SNA_GxTXZWKZ_ti_Q#S.main_topic-K.C-B.4-L.1.maly:undefined