ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა.
ქუთაისში 11 დეკემბერს „გაბედეს“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს, რომელშიც გოგი წულაიაც მონაწილეობდა. მათ „ქართული ოცნების“ ლიდერების ფოტოების ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე განთავსება სცადეს.
წულაია ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.