ვირუსული ინფექციებით დაავადებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა

0
202

ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა, საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, თუ დეკემბრის მესამე კვირაში იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ 81 პაციენტი მიიღო, თვის ბოლო კვირაში ამ მაჩვენებელმა 131-ს მიაღწია.

კლინიკის ინფორმაციით, 24 საათში ვირუსული ინფექციით მათ დაახლოებით, 100 პაციენტი მიმართავს. როგორც მედიკოსები ამბობენ, ამ ეტაპზე ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსი.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ექიმს მიმართონ, ​​რისკ-ჯგუფში შემავალმა პაციენტებმა კი აუცილებლად ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ.

„დღევანდელი მონაცემებით, ყოველ კვირას მატება ფიქსირდება. H1 ტიპის ვირუსის 8 შემთხვევა, ხოლო H3 ტიპის 11 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება B ტიპის ვირუსს, ის 49 ბავშვთან დადასტურდა“, – აცხადებს იაშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად, კლინიკა პაციენტების მისაღებად მზადაა და ამისთვის ორი დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.