თუ მართლა გვინდა, რომ ილიას გზაზე ვიაროთ, ცოტა ექვთიმეს წილიც უნდა იყოს ჩვენს გულებში, აჰმედ მელაშვილისაც და გრიგოლ ხანძთელისაც – რატი იონათამიშვილი

0
226

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მახსენდება, 2012 წლის მერე, ბიძინა ივანიშვილი, პრაქტიკულად, თვითონ იყო ინიციატორი, რომ არც ერთ საჯარო მოხელეს და სახელმწიფო მოსამსახურეს სამუშაო ოთახში არ დაეკიდა მისი სურათი. მანამდეც და მერეც, ყოველთვის აპროტესტებდა, თუ ხალხმრავალ შეხვედრებზე ვინმე მისი სახელის სკანდირებას იწყებდა და არც მის ქველმოქმედებაზე უყვარს დღემდე, თუ ვინმე საჯარო საუბარს იწყებს. დიახ, თითოეული ჩვენგანის ოთახში შეხვდებით ერთიანი საქართველოს რუქას, მაგრამ არსად – მის სურათს. ეს იმიტომ, რომ ბელადომანია ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო ჩვენს ქვეყანაში. გავავლოთ პარალელი – 2012 წლამდე „მიშა მაგარია“ ჰიმნად ჰქონდა ქცეული ზოგიერთებს და აბა ვინმეს გაებედა და მისი პორტრეტი არ დაეკიდა საკუთარ კაბინეტში მაგიდის თავზე….

ახლა სწორედ ამ ადამიანებს აქვთ ორი დღეა ატეხილი აჟიოტაჟი „არაფრის გამო“…. მაგრამ არაუშავს, საზოგადოებამ ზუსტად იცის სად არის სიმართლე და ისტორიაც ყველაფერს დააყენებს თავის ადგილზე. ამიტომ სიკეთეს ვერასდროს გადაწონის ცილისწამება.

ისე კი, თუ მართლა გვინდა, რომ ილიას გზაზე ვიაროთ, ცოტა ექვთიმეს წილიც უნდა იყოს ჩვენს გულებში და ცხოვრების წესში, ილიასიც, აჰმედ მელაშვილისაც  და ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველის – გრიგოლ ხანძთელისაც.“