2020 წელი, აუცილებლად იქნება მშვიდობის და წინსვლის წელიწადი! – ცოტნე ზურაბიანი

0
196

წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა თანაქალაქელებს ახალი წელი მიულოცა და „წყატუბოს განვითარების პროექტის“ მნიშვნელობასაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა.

„ჩემო მეგობრებო, თანაქალაქელებო!

რამდენიმე საათი დარჩა 2020 წლის შემობრძანებამდე. ეს არის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და იმედით და სიყვარულით გვავსებს.

2019 წელი წყალტუბოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება გარდამტეხი გახდა ჩვენი ქალაქისთვის. მის მიერ დაანონსებულმა „წყალტუბოს აღორძინების პროექტმა“ წყალტუბო გახადა ინვესტიციებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი, საინტერესო ქალაქი. შედეგად, 2020 წელი, იქნება განვითარების და აღმშენებლობის დაწყების წელი, რაც ძალიან მალე გადააქცევს წყალტუბოს საერთაშორისო დონის, თანამედროვე ევროპულ კურორტად.

ამ ფონზე, სამწუხაროა, ოპონენტების მცდელობა, მასშტაბური პროექტები და უპრეცენდენტო ქველმოქმედება, სამარცხვინოდ წარმოაჩინონ. თქვენ შეგიძლიათ აკრიტიკოთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, მაგრამ სიკეთის კეთებას სირცხვილი დაარქვათ, მომავალში ინვესტიცია სამარცხვინოდ დაგვიხატოთ, ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს. ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობა საგმირო და სამაგალითოა თითოეული ქართველისთვის და თუ გაიხსენებენ ასეთ ქართველებს, გაავლებენ პარალელებს, ისაუბრებენ უპრეცენდენტო ქველმოქმედებაზე ქართული იდენტობის, კულტურის გადარჩენის საქმეში, ეს გასაკვირი არ არის, პირიქით – მისასალმებელია. უნდა ვიცოდეთ – ვინ ზრუნავს მომავალზე და ვინ ებრძვის ინვესტიციას მომავალში?

გილოცავთ დამდეგ 2020 წელს!

გისურვებთ – მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბევრ სიხარულს!

გილოცავთ, იმათ, ვინც დამდეგს საკუთარ სახლებში შეხვდება და იმათ, ვინც ახალი წლის ღამეს ქვეყნის სამსახურში ხვდება – ექიმებს, პოლიციელებს, მეხანძრე – მაშველებს, სამშვიდობო მისიებში მყოფ პირებს…

2020 წელი, აუცილებლად იქნება მშვიდობის და წინსვლის წელიწადი!“