ინტერვიუ ანატოლი კარპოვთან: „საქართველოში მიხეილ ტალის დიდი სიყვარულით ხვდებოდნენ“

0
120

რუსულ გაზეთ „რეალნოე ვრემია“-ში («Реальное время») გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჭადრაკში მსოფლიოს მე-12 ჩემპიონთან ანატოლი კარპოვთან, რომელშიც იგი ზოგიერთ საინტერესო ფაქტზე საუბრობს ცნობილ მოჭადრაკეთა ცხოვრებიდან.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

– ნახეთ თუ არა ამერიკული კინოსერიალი „ლაზიერის გამბიტი“, რომელშიც ნიჭიერი მოჭადრაკე გოგონა რუს გროსმაისტერთან გადამწყვეტი ტურნირის წინ კაფეში [სპირტიან სასმელს] დალევს და მეორე დღეს თამაშს წააგებს? რას დააკვირდით? შეიძლება მსგავსი ფაქტები სხვა მაღალი კლასის მოჭადრაკეთა ცხოვრებაშიც იყო?

– არა, სერიალი არ მინახავს… მსგავს ფაქტებსაც ასე უცებ ვერ გავიხსენებ… ვიცი, რომ არიან მოჭადრაკეები, რომლებსაც შეუძლიათ მთელი ძალისხმევა ერთი მთავარი მიზნის მიღწევას მოახმარონ. მაგალითად, ვფიქრობ, ასეთი იყო მიხეილ ბოტვინიკი, გარი კასპაროვი. იყვნენ და ახლაც არიან შედარებით უფრო „მოშვებული“ მოჭადრაკეები, ვთქვათ, მსოფლიოს ცემპიონი ბორის სპასკი, რომელიც ყოველთვის ვერ იცავდა დისციპლინას. ასევე მიხეილ ტალიც, რომელსაც სმა უყვარდა და სპირტიან სასმელზე უარს ვერ ამბობდა. მე ვფიქრობ, რომ მან მსოფლიო ჩემპიონის წოდებაც სწორედ ამიტომ დაკარგა. მიხეილ ტალი საქართველოში მიიპატიჟეს, სადაც იგი ძალიან პოპულარობით სარგებლობდა. ქართული სტუმართმოყვარეობა კი ყველასათვის ცნობილია. საქართველოში მიხეილ ტალის ყოველი დღე იმით იწყებოდა, რომ მას ქართველები დიდი სიყვარულით ხვდებოდნენ, გაშლილ სუფრასთან იწვევდნენ და, ბუნებრივია, ცნობილ ქართულ ღვინოს სთავაზობდნენ.

– თქვენ ამბობთ, რომ ალკოჰოლისადმი მიდრეკილება მიხეილ ტალს სწორედ საქართველოში დაეწყო?

– ყოველ შემთხვევაში, მას ადრე ალკოჰოლიზმის ისეთი მწვავე გამოვლენა არ ჰქონია… თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მიხეილ ტალის ორგანიზმს სრულიად უნიკალური თვისება ჰქონდა, რომელმაც იგი გადაარჩინა – უფრო მეტ ხანს იცოცხლა, ვიდრე მსგავსი მიდრეკილების მქონე ადამიანები ცოცხლობენ. მიხეილ ტალს ჰქონდა ე.წ. „ალკოჰოლური რელე“: იგი თავის დოზას დალევდა, ირთვებოდა „რელე“, რომელიც მას თიშავდა და აძინებდა, ხშირად მაგიდაზეც. მოკლედ, ტალს ორგანიზმში დამცავი მექანიზმი ჰქონდა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://realnoevremya.ru/articles/195595-intervyu-anatoliya-karpova