ტაქსებში მგზავრთა რაოდენობა არ იზღუდება

0
45

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ტაქსებთან მიმართებით, გარდა პირბადის ტარებისა, არანაირი სპეციფიკური შეზღუდვა არ წესდება და მგზავრთა რაოდენობა არ იზღუდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუბრა.

“რაც შეეხება მეტროს, როდესაც ვსაუბრობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, მათ შორის ჩერდება მეტროც. ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, გარდა გამონაკლისი პერიოდისა. მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთვში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.

საბჭოს განცხადებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით იქნება იგივე შეზღუდვები, რაც 24 დეკემბრამდე იყო. ხოლო 16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა გარდა შაბათ-კვირისა.