200-ლარიანი დახმარება შესაძლოა დაენიშნოს ყველას, ვინც 2020 წელს თუნდაც 1 თვე მუშაობდა – ფინანსთა მინისტრი

0
111

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიდის მსჯელობა იმაზე, რომ 2020 200-ლარიანი დახმარება დაენიშნოს იმ მოქალაქეს, რომლის 2020 წლის განმავლობაში 1 თვე მაინც იყო ოფიციალურად დასაქმებული და სამსახური დაკარგა.

“ჩვენ დღეს საწყისი კრიტერიუმი ასეთი გვაქვს, ამაზე მიდის მსჯელობა, რომ 2020 წლის განმავლობაში 1 თვე მაინც თუ იყო ოფიციალურად დასაქმებული და 2021 წლის იანვარში აღარ არის დასაქმებული, გადავუხდით”, — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვამ რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).