ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება – გიორგი გახარია

0
59

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გადაუვადდათ, სრულად ჩამოეწერება ტურიზმის სექტორს.

„ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის პერიოდში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული. ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადიდან.

ტურიზმის სექტორში, როგორც გახსოვთ, 2020 წლის განმავლობაში, 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადი იყო, ეს იყო დასაწყისში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საშემოსავლო გადასახადი რომელიც იყო გადავადებული, სრულად ჩამოეწერება,“- განაცხადა გახარიამ.