„ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ“ – ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გორის პოლიცია უკვე დატოვა

0
267

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, გორის პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა.

მან მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და  აღნიშნა, რომ მოგვიანებით მედიას ყველა ინფორმაციას მიაწვდის.

„ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას, ჩვენს მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას, საშიშროებას თქვენი მხრიდან. ნება მომეცით, ცოტა დავწყნარდე და შემდეგ ყველას ყველაფერ ინფორმაციას მოგაწვდით. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. გმადლობთ, კარგად ვარ. უდიდეს მადლობას გადავუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც გვერდით მედგა, ყველას აბსოლუტურად, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. დიდი მადლობა. მე რასაც ვუყურებ, სამწუხაროდ, ინფორმაცია ნაკლებად მქონდა, ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ“, – განაცხადა პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა.