ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

0
113

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას  საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, ნინო კალანდაძის გამოკითხვაზე დაბარება დავით გარეჯის საქმეს უკავშირდება.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.