უწყებების დაუღალავი საქმიანობისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ექიმი გათავისუფლდა – ირაკლი ანთაძე

0
237

ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი, ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამჟამად, იგი იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი დღიდან იყო ჩართული. ამ საქმეში ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და  დაუღალავი საქმიანობის შედეგად და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მოწმენიც გავხდით.

ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი. ამ წუთას როგორც მოგახსენეთ, იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით, მეტი დეტალის გაზიარებას შევძლებთ“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.