გიორგი გახარია კლინიკების წარმომადგენლებს ხვდება

0
317

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს და 100-მდე კლინიკის წარმომადგენელი ესწრება.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც მონაწილეობენ.

შეხვედრა დახურულია. მასზე ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს განიხილავენ, მათ შორის საუბარი შეეხება მთავრობის 520-ე დადგენილებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. საუბარია კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე.