ფოთში საახალწლო ილუმინაციები დააზიანეს

0
276

ფოთში, მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა დააზიანეს. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ სადღესასწაულოდ ქალაქის გაფორმება ჯერ არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა.

„მაშინ როცა მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო, ყველა ადამიანის შრომა და ძალისხმევა, ყველა ფოთელის, ვისაც გულით უხარია ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა“, – აცხადებენ ფოთის მერიაში.