დღეს საქართველოში იწვიმებს

0
208

დღეს, დღის ბოლოდან 28 დეკემბრის დილამდე, საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

„28 და 29 დეკემბერს, ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.