აშკარაა, რომ დასავლეთი საქართველოს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას არ დაუშვებს – უცხოური მედია

0
147

აზერბაიჯანულ ყოველთვიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „რიჯენ პლუს“-ში  Region Plus») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ოცნების“ პარლამენტს „ძალით“ ვერ მოერევი: აშკარაა, რომ დასავლეთი საქართველოს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას არ დაუშვებს“ (ავტორი – ნატიგ ნაზიმოღლუ).

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მესამე ვადით მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“-მ კი სასურველი რაოდენობის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ვერ გაიყვანა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება იგივე საშინაო და საგარეოპოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, როგორსაც ბოლო წლებში ახორციელებდა… თუ ცხადია, რაიმე მნიშვნელოვანი პერტურბაციები არ მოხდა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების დაპირისპირების კონტექტსში“, – აღნიშნულია სტატიაში.

ვრცელი პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება თავისი ქვესათაურებით: „შეტაკება ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის“ (მიმოხილულია წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების შედეგები – „ქართული ოცნების“ გამარჯვება), „პროტესტები ძალას იკრებს“ (საუბარია ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებზე)  „დემოკრატიული, მაგრამ ნაკლით“ (მოცემულია საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიტიური შეფასება: არჩევნებში რიგი დარღვევები დაფიქსირდა, მაგრამ  მთლიანობაში დემოკრატიულად ჩატარდა. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი შედეგებს ეთანხმება) და ბოლოს – „პარტნიორობის შეცვლა არ შეიძლება“ (განხილულია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა).

„საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აზერბაიჯანშიც თვალს ადევნებდნენ. პოლიტიკური მოვლენებისა და დებატების მიმდინარეობის დროს რამდენიმე მომენტი გამოიკვეთა, რომლებიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს, არამედ აზერბაიჯანის ინტერესებსაც. სამწუხაროდ, გრძელდებოდა აგრეთვე მანიპულაციები ბაქოსა და თბილისის სტრატეგიული პარტნიორობისათვის ზიანის მიყენების მიზნით. ასე მაგალითად, ცალკეული პოლიტიკური ძალებმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ისევ დაიწყეს მუსირება კეშიკჩიდაღის (დავით გარეჯის) სამონასტრო კომპლექსის ისტორიული და პოლიტიკურ-სამართლებრივი კუთვნილების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის მუსირებას ეწევა როგორც ხელისუფლება, ასევე ზოგიერთი ოპოზიციური ძალა, კერძოდ, ლეიბორისტულიპარტია, რომელსაც პოპულისტი შალვა ნათელაშვილი ხელმძღვანელობს (სხვათა შორის, ლეიბორისტებმა არჩევნებში ხმების მხოლოდ 1% მიიღეს). გავიხსენოთ, რომ თვითონ საქართველოს ხელისუფლებამაც ამას წინათ „კარტოგრაფიული გარჩევები“ დაიწყო ზოგიერთი პირის სისხლის სამართლებრივი დევნით, რომლებმაც ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დელიმიტაციის პროცესში თითქოსდა „დაარღვიეს საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობა“.

აშკარაა, რომ ყველა ეს სამონასტრო მითქმა-მოთქმა უფო მეტად შიდაპოლიტიკურ ხასიათის მოვლენას წარმოადგენს, თუმცა იმავდროულად პრობლემისადმი ქართული საზოგადოების თვალსაზრისსაც გამოხატავს. ის, რომ დავით გარეჯის თემა წინასაარჩევნო ინსინუაციების საგანი გახდა და აქტიურად იხილებოდა, ადასტურებს ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „ქართული მარშის“ მიერ მონასტერთნ მოწყობილი მიტინგი, რომლის დროსაც მიტინგის მონაწილეებმა აზერბაიჯანს არა მარტო ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენეს, არამედ არცევნებიდან მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოხსნაც მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ მისმა ლიდერმა, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „დავით გარეჯი აზერბაიჯანს მიჰყიდა“.

ამასობაში კი ოფიციალურმა ბაქომ საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნა, რომ აზერბაიჯანი თბილისს კვლავ საიმედო პარტნიორად თვლის. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევი, საზღვარგარეთული გამოცემებისადმი და ტელევიზიებისათვის მიცემულ ინტერვიუებში, როცა იგი მთიანი ყარაბაღის პრობლემეტიკას ეხებოდა, მუდამ ხაზს უსვამდა საქართველოთან თანამშრომლობის სიკეთეს, მეგობრულ ურთიერთობას: „ჩვენი ქვეყნების დამოკიდებულებაში არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ საქართველო ქრისტიანული სახელმწიფოა, აზერბაიჯანი კი მუსლიმანური“. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას პირადად დაურეკა და საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა

ასე რომ, ბაქოსა და თბილისის – როგორც უახლოესი სტრატეგიული პარტნიორების –  დიალოგი კვლავაც პოზტიურად განვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ზოგჯერ ხელოვნურად ხდება „სადაო“ საკითხების წარმოქმნა“, – ნათქვამია ვრცელი პუბლიკაციის დასასრულს.