ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი სამუშაო ჯგუფს ქმნის და აქცია-პერფორმანსს აანონსებს

0
246

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მათი ინფორმაციით,  სამუშაო ჯგუფი კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მუდმივ და კოორდინირებულ კავშირში იქნება საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიპ. კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები გაერთიანდებიან. ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით – ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიმპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (რომელთა უმრავლესობაც ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური პარტნიორია), ბიზნეს-ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ პრობლემის მნიშვნელობას და აქტუალურობას“, – განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

ოჯახმა 29 დეკემბერს აქცი-პერფორმანსიც დაანონსა, რომელიც მათი თქმით, „სიფხიზლისთვის“ გაიმართება. როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, თათას გაფრინდაშვილმა განმარტა,  სიმბოლურ, „თავისუფლების სიგნალს“ ქართველი ემიგრანტებიც შეუერთდებიან.

„29 დეკემბერს, საქართველოს ყველა ქალაქში და სოფელში, 19.00 საათზე, შემოგვიერთდით ყველა, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, ვისაც ადამიანის თავისუფლება გაღელვებთ, ვისაც საკუთარი თავი გაღელვებთ 2020, 21 და მომდევნო წლებში. მისია მარტივია – დაასიგნალეთ, სადაც იქნებით, საკუთარი ავტომობილიდან“, – განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.