შს მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს ​

0
270

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ახალ მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დანიშნა.

ის ამ დრომდე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა.

1999-2004 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში.

2016-2019 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილედ.

2013 – 2016 წლებში მუშაობდა სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“, დირექტორის მოადგილედ.

2012 – 2013 წწ. – საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის შს რაიონული სამმართველოს უფროსი.

2011-2012 წწ. – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;

2009-2011 წწ. – საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი;

2007-2009 წწ. – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსი;

2007 წლის სექტემბერი-ნოემბერი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მთავარი ინსპექტორი;

2004 -2006 წწ. – საქართველოს შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს ინსპექტორი.