მღვდელ-მონაზონი შიო კორონავირუსით გარდაიცვალა

0
56

თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიაში შემავალი გოდოგბის ეკლესიის მღვდელ-მონაზონი მამა შიო სინატაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

მეუფის თანაშემწის ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა, დიაბეტი, ასთმა და კლინიკაში დაგვიანებით შევიდა. იოანე რევიშვილის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა დამძიმდა. დღეს დილით კი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 43 წლისაა.

20 ნოემბერს კი კორონავირუსით ​ბორჯომის და ბაკურიანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა.