შემოვხაზე ქვეყნის სწორი, სწრაფი და გონივრული განვითარების უზრუნველყოფა – კახა კახიშვილი

0
41

ბოიკოტი პირობითი ცნებაა, ოპოზიციის განცხადების მიუხედავად, რომ არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, მეორე ტური მაინც შედგა, – ამის შესახებ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლებს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი ოპონენტის, ხატია დეკანოიძის მხარდამჭერებს, აქვთ თავისუფალი ნება, მივიდეს და მხარი დაუჭიროს სასურველ კანდიდატს.

„როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში მივეცი ხმა იმ პარტიას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის წარმატებულ და მშვიდობიან განვითარებას, ჩვენი ბავშვების მომავალს და იმას, რომ საქართველოში ღირსება არასდროს აღარ შეილახება. ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, რომელიც იქნება ვალდებული და რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დაცვას. ამას მივეცი ხმა, სტაბილურობას, აღმშენებლობას, მშვიდობასა და ადამიანის მიმართ პატივისცემას.

ბოიკოტი პირობითი ცნებაა, თქვენც მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად განცხადებისა, რომ არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, მეორე ტური მაინც შედგა. საარჩევნო ბიულეტენში ჩემი ოპონენტი ისევეა ასახული, როგორც მე. ასე რომ, მისი ამომრჩეველი შესაძლებელია მოვიდეს კიდევაც და ხმა მისცეს. ამომრჩეველს აქ თავისუფალი ნება მივიდეს და შემოხაზონ მათთვის სასურველი კანდიდატი, როგორც პირველ ტურში დაუჭირეს მხარი ქალბატონ ხატიას, ისე მივიდნენ და დაუჭირონ“, – განაცხადა კახიშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მათ შორის ოპოზიციიდან ოპონენტებს, რომლებმაც უარი თქვეს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობაზე.

„საერთოდ, ვის მოუვიდა თავში სირცხვილის კოროდორის მოწყობა, საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილისთვის ვინც არ ატარებს მათ პოზიციას, ეს ჩემთვის გაუგებარია. ნორმალურ თავში ესეთი გადაწყვეტილება ვერ მოიხარშებოდა. ჩვენ უკვე გვახსოვს ციხის კარანტინის დაშლის სირცხვილის კორიდორი და სხვადასხვა სირცხვილის კორიდორი. ცხადია, „დუბინკებით“ ამ კორიდორს ვერ ჩაატარებდნენ, მაგრამ მორალურად მოსპობდნენ. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ შორის ჩემს ოპონენტსაც და სხვა ადამიანებსაც ოპოზიციაში, ვინც უარი თქვა ასეთ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობაზე“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.