საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს „შემოდგომის ერთა თასზე“ უელსს შეხვდება

0
42

დღეს „შემოდგომის ერთა თასის“ ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

შეხვედრა უელსის ქალაქ ჰლანეჰლის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

„დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ და ვეცადეთ, სათამაშო მონახაზში ის ცვლილებები შეგვეტანა, რისი სურვილიც გვქონდა. სასიხარულოა, რომ დაგვიბრუნდა კოტე მიქაუტაძე. შემადგენლობაშია ყველა ის გამოცდილი მოთამაშე, რომელიც ხელმისაწვდომი იყო. იმედია, ამ გამოცდილებას და ორი მატჩის სათამაშო პრაქტიკას ეფექტურად გამოვიყენებთ და უელსთან დასამახსოვრებელ თამაშს ჩავატარებთ. განვლილმა ორმა თამაშმა ბევრი რამ გვასწავლა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მუდამ ფორმაში იყო და ყველა თამაშში იღებდე მსგავს წნეხს. ინგლისთან ხელით უკეთ ვითამაშეთ და გვაქვს იმედი, რომ გაუმჯობესება ახლაც გვექნება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამინდზე“, – განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მერაბ შარიქაძემ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (84 კეპი, 53 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (4 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (26 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (68 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (87 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (17 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (53 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (63 კეპი, 10 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (60 კეპი, 15 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (3 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (27 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (14 კეპი, 5 ქულა), 8. ბექა გორგაძე (29 ქულა, 40 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 18. ლექსო ყაულაშვილი (2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (3 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (59 კეპი, 60 ქულა); 21. გელა აფრასიძე (27 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), 23. თამაზ მჭედლიძე (58 კეპი, 35 ქულა).

„შემოდგომის ერთა თასის“ პირველ ტურში ბორჯღალოსნები ინგლისთან 0:40 დამარცხდა.