კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეიძლება უკვე დეკემბერში დაიწყოს – ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი

0
49

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეიძლება უკვე 2020 წლის დეკემბერში დაიწყოს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენქოქმა განაცხადა. ამის შესახებ theguardian.com იუწყება.

„ჩვენ ამის იმედი გვაქვს“ – უპასუხა ჰენქოქმა ჟურნალისტის შეკითხვას თუ როდის დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოყენება.

„უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა და ეს შეიძლება ახალ წლამდე მოხდეს” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, პანდემიის დაწყებიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 1,473,508 ადამიანი ინფიცირდა. 54,286 პაციენტი გარდაიცვალა. ამჟამად მსოფლიოში რამდენიმე ცნობილი კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევების დასკვნით ეტაპზე იმყოფება.