ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა – დაკავებულის ადვოკატი

0
67

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მოფს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა. ამის შესახებ მან დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებასთან, დაკავებულის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ და ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

„ჯერჯერობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. სხვა არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. მას არ სურს საუბარი, ხვალ შევხვდებით ალბათ და დეტალურად გავისაუბრებთ. საქმის მასალები იქნება ხვალ.

როგორც ვიცი, ყველა მძევალი კარგად არის, არავისზე ზეწოლა არ მოუხდენია. მოთხოვნებზე მითხრა, რომ მისი მოთხოვნები იყო, დაეწიათ საბანკო პროცენტები, გაუქმებულიყო აზარტული თამაშები და იყო მესამე მოთხოვნაც. მე და ირმა ჭკადუა ვართ მისი ადვოკატები.

ის ყუმბარა იყო სანთებელა, ყუმბარის ფორმის სანთებელა, რომელიც შეიძინა. ეს სანთებელა რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ სანთებელა“, – განაცხადა ადვოკატმა.